“ხშირად მახსენდება, გენიალური ნაწარმოებების ავტორს ყიტაანის პაწია ეკლესიის გაჯანსაღება დიდ საქმედ რომ მიაჩნდა. დიდებმა იციან ნამცეცის ფასი…” – ნიკა ვაჩეიშვილი ელდარ შენგელიაზე

2 days ago 2

ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი ემოციურ ფაქტებს იხსენებს ლეგენდარულ კინორეჟისორ ელდარ შენგელაიასთან დაკავშირებით:

ერთხელ ბატონი ელდარი მოვიდა ჩემთან სამუშაო ოთახში, შემოივლიდა ხოლმე, გაუფრთხილებლად და დაუგეგმავად, საქმის გარეშე, 2 სიტყვას გავცვლიდით, მოვიკითხავდით ერთმანეთს და წავიდოდა.

ამ მოსვლაზე ძეგლების დანგრეული და აღდგენილი ფოტოების ალბომი მქოდა და ვაჩუქე, ჩახედა და მითხრა: აი ხო ვირჯებით, ვაკეთებთ, ვიმარჯვებთ, გვიხარია, მაინც – ამ საქმეზე მნიშვნელოვანი არაფერიაო.

ამ ნახევარფრაზითაც არსებითი თქვა: ცხოვრების აზრი მთავრის გადარჩენააო.

ხშირად მახსენდება, გენიალური ნაწარმოებების ავტორს ყიტაანის პაწია ეკლესიის გაჯანსაღება დიდ საქმედ რომ მიაჩნდა. დიდებმა იციან ნამცეცის ფასი…“, – წერს ნიკა ვაჩეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: 92 წლის ასაკში ქართველი ლეგენდარული კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა…

სრულად წაკითხვა