"ხვიჩასავით კარგია?" - რას წერენ უცხოელი ფანები თორნიკე კვარაცხელიაზე

2 days ago 6

ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა თორნიკე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში თამაშობს და როგორც ამბობენ, კვარაცხელიებს ფეხბურთში კიდევ ერთი ძლიერი წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს.

გუშინ ხვიჩამ თავის ინსტაგრამ გვერდზე სთორიში სწორედ თორნიკეს ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, რაც შემდგომში არაერთმა უცხოურმა გამოცემამ და ვებგვერდმა აიტაცა.

აი, რას წერენ უცხოელი ფანები თორნიკე კვარაცხელიას შესახებ:

"ხვიჩასავით კარგია? სად შეიძლება მისი ყურება?"

"ზუსტად ისეთი დგომის მანერი აქვს, როგორც მის ძმას"

"ახლავე გაიფორმეთ ის"

"სამყაროს მართლა ახალი კვარაცხელია ეყოლება?"

"კადრების ხილვა არც მჭირდება, არსენალს ვთხოვ, რომ ეს ბიჭი იყიდონ", - წერენ უცხოელი გულშემატკივრები.

სრულად წაკითხვა