"ხვიჩა კვარაცხელია ლეო მესისთან დაჩაგრეს" - DAZN ქართველის მხარესაა

1 month ago 9

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა რჩება.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ხვიჩა კვარაცხელია და მისი "პარი სენ-ჟერმენიც", ამასთან დაკავშირებით ცნობილი სპორტული მედია DAZN წერს.

პუბლიკაციაში ყურადღებას ამახვილებენ კვარაცხელიას ბომბარდირობის კოეფიციენტზე, რომელიც 25/1-ს შეადგენს. DAZN-ის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ხვიჩას შესაძლებლობებთან შედარებით არასამართლიანად მაღალია:

"კვარაცხელიას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ბომბარდირობა 25/1 კოეფიციენტს უტოლდება. ზედმეტად დიდი ფსონია და ეს ყველაფერი უსამართლობაა. მაგალითად, იგივე მესის გოლეადორობის კოეფიციენტი 16/1-ს უდრის. დიახ, ის ყველა დროის საუკეთესოა, მაგრამ ლეო თამაშობს მაიამიში, ხვიჩა კი პარის სენ-ჟერმენში."

გამოცემაში ასევე მიანიშნებენ იმაზე, რომ "ინტერ მაიამისთვის" ჯგუფიდან გასვლაც კი რთული მისაღწევი მიზანია, რაც არგენტინელის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს, მაშინ როცა კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში ასპარეზობს:

"ქართველი ვინგერი იცავს ევროპის უძლიერესი კლუბის ღირსებას, რომლის ყველაზე პოპულარული და ყურებადი მოთამაშე თავად არის."

სრულად წაკითხვა