პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, UEFA-ს სუპერთასის შემდეგ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიასა და „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების თემას შეეხო.
„ხვიჩა კარგ მდგომარეობაშია. უკვე ვთქვი, რომ ჩემპიონები ყოველთვის უნდა იყვნენ გუნდის განკარგულებაში. „ოქროს ბურთი“ მართლაც განსაკუთრებული ჯილდოა და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს გუნდს არაერთი კანდიდატი ჰყავს,“ – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
მისივე თქმით, ინდივიდუალური წარმატება უშუალოდ გუნდურ თამაშზეა დამოკიდებული: „ასეთი პრესტიჟული ჯილდოების მოსაპოვებლად, პირველ რიგში, საჭიროა, რომ გუნდი მაღალ დონეზე თამაშობდე.“
ენრიკეს კომენტარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ პსჟ-სთვის მთავარი მიზანი კოლექტიური წარმატებაა, რაც თავისთავად თითოეული ფეხბურთელის პერსონალურ მიღწევებზეც აისახება.
შეგახსენებთ, ამ ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიას გუნდელი უსმან დემბელე და ბარსელონას ახალგაზრდა შემტევი ლამინ იამალია.