ხელფასის ზრდა და გარანტიები - რა კონტრაქტს უმზადებს ბაიერნი მაიკლ ოლისეს

2 days ago 1

მაიკლ ოლისე ბაიერნში შესანიშნავად გამოიყურება და გასაკვირი არაა, რომ პრემიერ ლიგის კლუბები მისი წაყვანით განსაკუთრებით აქტიურობენ, თუმცა ამის შანსი ძალიან დაბალია.

მიუხედავად ამისა, ბაიერნს ურჩევნია, რომ გარანტიები მიიღოს და ოლისეს დაკარგვაზე არ ნერვიულობდეს, ამიტომ კლუბი მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას გეგმავს.

ფრანგ ვინგერს ბაიერნთან ახლანდელი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და ხელფასის სახით მაიკლს 16 მილიონ ევროს უხდიან, ახალი ხელშეკრულებით კი ფეხბურთელს 20 მილიონზე მეტს გადაუხდიან, კონტრაქტი კი კიდევ 2 წლით გახანგრძლივდება.

ოლისეს გამოსასყიდ ფასად ახლა 100 მილიონი ევროა უწერია და სავარაუდოდ, ბაიერნი იმასაც ეცდება, რომ ეს თანხაც გაზარდოს.

სრულად წაკითხვა