ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნრბს, სადაც საუბრობს თბილისის მერის კახა კალაძის საქმეებთან დაკავშირებით:
“ვერ წარმოადგენთ ვერც ერთ ფაქტს, რომ არჩევნები გაყალბდა“, “ვერ წარმოადგენთ იოტისოდენა მტკიცებულებას, რომ ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს“.
და სრულიად ცინცხალი, სიქაჯისა და უტიფრობის ჩემპიონი კახა კალაძისგან, კორუფციის ბრალდებებზე: “ცხოვრებაში კანონდარღვევა არ ჩამიდენია – წარმოადგინეთ ერთი კონკრეტული კანონდარღვევა, მაგრამ ვერ წარმოადგენთ, მარტო: ბლა, ბლა, ბლა“.
ხო, ცხადია, როდესაც გაზპრომს ნანატრი ხელშეკრულება დაუდე და ვერავის აუხსენი, ამით საქართველომ რა მოიგო, ეგ სრულიად უანგაროდ გააკეთე (ქვეყნისთვის კარგი რომ ყოფილიყო, მაგის გაპიარებას დაგასწრებდათ ვინმე?).
ან ის რა იყო, მსოფლიოში ყველაზე ძვირი ნაძვის ხე რომ დაგვიდგი და შეკვეთის სანახავად მილანში ჩახვედი ვიზიტით? ვიღაცები ამბობდნენ, ატკატის თემა იყოო, მაგრამ ალბათ უბრალოდ გულმა ვერ მოგითმინა.
მეზარება გაგრძელება… ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, შენ საქმეებს გამოძიებაც არ დასჭირდება, რადგან გამზადებული საქმეები იდება ივანიშვილის პროკურატურის თაროებზე, ნაძვის ხეზე დაკიდებული ანოუკის ასდოლარიანების მზემ”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე