ხელბურთი | ხატია ჯიქურაშვილი და გვანცა რურუა ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებენ

17 hours ago 2

ქართველი ხელბურთელი გოგონები – ხატია ჯიქურაშვილი და გვანცა რურუა კარიერას ისრაელის ჩემპიონატის გუნდ რიშონის „მაკაბიში“ განაგრძობენ – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

23 წლის მეკარე ხატია ჯიქურაშვილი ისრაელში გადასვლამდე ლიეტუვაში „ჟალგირისის“ ღირსებას იცავდა.

გვანცა რურუამ ცოტა ხნის წინ თელავში დასრულებულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა და ტურნირზე 7 გოლი გაიტანა.

ქართველმა ხელბურთელებმა ახალ გუნდში გადასვლასთან დაკვშირებით მოკლე კომენტარები გააკეთეს:

ხატია ჯიქურაშვილი – „მოხარული ვარ რიშონის „მაკაბიში“ ჩარიცხვით. მოუთმენლად ველი ახალ გუნდში თამაშის დაწყებას და ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში.

გვანცა რურუა – „გასულ სეზონში „ოქროს ვერძში“ ვთამაშობდი და მიხარია, რომ ახალი სეზონიდან თვის გამოჩენას ახალ გუნდში შევძლებ“.

სრულად წაკითხვა