ხაშურში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

2 months ago 12

ხაშურში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, – ინფორმაციას “მოზაიკა ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ჭალის უბანში, სტადიონზე მოხდა. “გულში დაარტყეს დანა, სასწრაფომ წაიყვანა”,- ამბობენ ადგილობრივები.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამჟამად, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა