ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე "ნიკოლოზის კითხვებს" პასუხობს და ხატია ბუნიათიშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს:
"არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელსაც არასდროს არასდროს ვაპატიებ. მიღალატეს და ჩემს წინააღმდეგ ცუდად მოიქცნენ. შეიძლება ადამიანი შეცდე, თუმცა როცა ამას რამდენჯერმე აკეთებენ, ამის პატიება ძნელია. ვკითხავდი - ნეტა როგორ გაქვს სინდის-თქო... ბევრს შეიძლება ხელი გაუმართო, თუმცა ცოტამ დამიფასა.
ხატია ბუნიათიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და არც მინდა მქონდეს. მასთან პირადი კონფლიქტი არ მაქვს. ეს რთული სიტუაციაა. 10 წლის იყო, როცა ავსტრიაში მე წავიყვანე, ახლა კი ამბობს, რომ არავინ დამხმარებიაო", - ამბობს ელისო ბოლქვაძე.