ხარკოვზე მასობრივი სახმელეთო და საჰაერო შეტევის დროს სამი ადამიანი დაიღუპა

1 month ago 7

“გასულ ღამეს ხარკოვზე ყველაზე მასშტაბური იერიში განხორციელდა მთელი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში” — განაცხადა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა.

შეტევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 2 — მათ შორის 1,5 წლის ჩვილი და 14 წლის გოგონა — დაშავდნენ.

იერიშის დროს 1.5 საათის განმავლობაში ქალაქში 40- ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვს შეუტიეს:

▪️48 „შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონით “
▪️4 პლანირებადი ავიაბომბით
▪️2 რაკეტით.

თავდასხმისას დაზიანდა 18 მაღალსართულიანი შენობა და 13 კერძო საცხოვრებელი სახლი.

დარტყმა იყო კომბინირებულად შესრულებული და მიზანმიმართული, რომელიც ერთდროულად განხორციელდა ჰაერიდან, ხმელეთიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან.

სრულად წაკითხვა