წყალი 9 საათით გაითიშება! – რომელ ქუჩებს შეეხება შეზღუდვა?

2 months ago 19

ხვალ, 22 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, არჩილ ცაგარლის ქუჩა N37-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 22 მაისს, ღამის 23:00 საათიდან 23 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: საირმის გორას, საირმის, ცაგარლის, ბურძგლას, გ. ტატიშვილის ქუჩებს და მიცკევიჩის N1, 12, 14, 16, 18 კორპუსებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.

სრულად წაკითხვა