წუხელ ლოტკინის დასახლებაში ორი აფეთქება მოხდა

1 week ago 6

წუხელ, გვიან ღამით თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ორი აფეთქება მოხდა. წინასწარი ვერსიით, ორივე შემთხვევაში მიზეზი ბუნებრივი გაზის გაჟონვაა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლება უთხრეს, დაშავდა ერთი ადამიანი. ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

აფეთქების შესახებ სოციალურ ქსელში წერს მოქალაქე ლაშა შეროზია. მისი თქმით, პირველი აფეთქების შემდეგ დასახლებაში გაზის სუნი კვლავ იდგა და მოითხოვდნენ მილსადენების შემოწმებას.

ლოტკინი, შემთხვევის ადგილი.

ლოტკინი, შემთხვევის ადგილი.

„სასწაულებრივად გადავრჩით... წუხელ ჩვენს წინ შენობა აფეთქდა, 19 წლის გოგო გადარჩა საბედნიეროდ...

ამის შემდეგ, ისევ გაზის სუნი რომ იყო, სამაშველოს ვუთხარი სუნია გაზის და გადაამოწმეთ ყველაფერი-მეთქი. იქედნურად ზურგი მაქცია. საფრთხე აღმოფხვრილია, ეს სუნი გაიფანტა უბრალოდო. რის შემდეგაც იყო უდიდესი წნევით აფეთქება და ნგრევა“, - ასე იხსენებს წუხანდელ აფეთქებებს ლაშა შეროზია.

ლოტკინი, შემთხვევის ადგილი.

ლოტკინი, შემთხვევის ადგილი.

​შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი: 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით დაიწყო. შსს იძიებს უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას.

სრულად წაკითხვა