"წელს ყველა შესაძლო ტურნირის მოგებას შევეცდებით" - იამალი მოტივირებულია

4 months ago 24

ჩემპიონთა ლიგაზე ბენფიკას დამარცხების შემდეგ მატჩის გმირმა 17 წლის ლამინ იამალმა სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

"ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ვთქვი, რომ ყველა შესაძლო ტიტულის მოგებას ვუმიზნებდით.

გვინდა მაქსიმუმი გავიღოთ ყველა ფრონტზე და გულშემატკივრებს ვანახოთ თუ რისი მიღწევა შეგვიძლია - ვიმედოვნებთ, რომ ძალიან შორს წავალთ

", - განაცხადა იამალმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში იამალს ყველა ტურნირზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 12 გოლი და 17 ასისტი აქვს.

სრულად წაკითხვა