"წარუმატებლობის მიზეზი ტრავმიანობაა" - გიორგი ჭიაბრიშვილი

4 hours ago 2

ეროვნულ ლიგაში ბათუმის დინამოს ცუდი პერიოდი უდგას. აჭარულ კლუბს ბოლო 5 შეხვედრაში 3 ფრე და 2 წაგება აქვს, რის გამოც გუნდი შიდა ჩემპიონატში ახლა პირველადგილოსან იბერიას მთელი 12 ქულით ჩამორჩება.

მედიაში ვრცელდება ბათუმელთა დამრიგებლის, გიორგი ჭიაბრიშვილის კომენტარი, რომელიც წარუმატებელ სერიას ტრავმიანობას აბრალებს.

პირველ წრეში ვამბობდი, რომ თამაშის ხარისხი არ მომწონდა, მაგრამ ქულებს ვაგროვებდით და უდანაკარგოდ მივდიოდით. ახლა პირიქითაა – ქულებს ვკარგავთ, მაგრამ თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ და იმ შემტევი ფეხბურთის კონტურები ჩანს, რომლისკენაც მივდივართ.


წარუმატებლობის მიზეზი ტრავმებია, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. რამდენიმე მოთამაშეს დიდი ხანი გაუცდება. მაგალითად, თორნიკე კირკიტაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და ისევ დაშავდა. იმედია, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და ეს შედეგებზეც აისახება.

- თქვა ჭიაბრიშვილმა.

სრულად წაკითხვა