“წარმოუდგენელია, ოპოზიციის ერთი მხარე დამხობით ემუქრება ხალხს, მეორე კი გამარჯვების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამსახურების მუშაობის გაჩერებას აპირებს” – კახა კალაძე ოპოზიციის მიერ არჩევნების არაღიარებაზე

18 hours ago 4

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ.

მისივე განმარტებით, ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფების ადგილი საქართველოში არც ახლა და არც მომავალში არ იქნება.

ოპოზიცია ორად არის გახლეჩილი. ერთი მხარე დამხობით ემუქრება ქართველ ხალხს, მეორე კი ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მუშაობას გააჩერებს. დღევანდელ რეალობაში და მომავალ საქართველოში ძალადობრივი ჯგუფების ადგილი არ არის, არც პოლიტიკაში და არც ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

სრულად წაკითხვა