წარმოუდგენელი ციფრებია - რა თანხა მიიღო მამუკა ჯუღელმა ხვიჩას ტრანსფერის გამო

2 months ago 8

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამუკა ჯუღელმა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერით სერიოზული საკომისიო მიიღო.

უფრო კონკრეტულად, ნაპოლის მხარდამჭერი რადიო CRC-ის ცნობილმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ, განაცხადა, რომ 70 მილიონიდან (ტრანსფერის თანხა) მამუკა ჯუღელმა საკომისიოს სახით 10 მილიონი მიიღო.

შეგახსენებთ, ხვიჩამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და პირველივე სეზონი კლუბში ფანტასტიკური ჰქონდა, რის გამოც მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სრულად წაკითხვა