ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:
,,წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია და თაღლითური სქემა საქართველოს რკინიგზაში!!!
ვინმე “ვაჟა” ფლობს კომპანია “Middle Invest Group LLC”, რომელიც დაკავებულია შუა დერეფანში სარკინიგზო გადაზიდვებით. სინამდვილეში “ვაჟა” არის ფორმალური “ტიპი”, რომელიც ნომინალური წარმომადგენელია “X ადამიანის” კომპანიაში. საუბარია, წელიწადში ასეულობით მილიონი დოლარის “გაწევაზე” – თაღლითური, დალაგებული სქემით.
როდესაც ტვირთის მფლობელი კომპანიები უკავშირდებიან საქართველოს რკინიგზას გადაზიდვის მომსახურების გასაწევად, “რკინიგზა” ყველას ამისამართებს
“Middle Invest Group”-ში, რადგან მხოლოდ ამ კომპანიას აქვს ექსკლუზიურად მინიჭებული შეღავათიანი ტარიფები და სარგებლობს დიდი უპირატესობით, რკინიგზის მხრიდან გაწეული სხვადასხვა მომსახურების სერვისებში.
ეს სქემა მასშტაბით უტოლდება “დღგ”-ების საქმეს❗️❗️❗️
“ვაჟა” ასევე ფლობს კომპანია “Transitline LLC”-ის 100% წილს და 16.65 % – “შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი”-ში, ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული წილებიც ეკუთვნის “X” თანამდებობის პირს, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ყოფილ მინისტრთან – გრიგოლ ლილუაშვილთან.
აბსოლუტურად ყველა სახელი და გვარი ცნობილია ჩვენი საგამოძიებო ჯგუფისთვის და ცხადია, უახლოეს პერიოდში უფრო დეტალურ ინფორმაციას გავასაჯაროებთ”