ჟურნალისტი, გურამ როგავა, ავრცელებს ფოტოს სოციალურ ქსელში და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება:
წავიდა? არა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
თავისი ჭკუით, გაექცა პასუხისმგებლობებს, ვერ გაუძლო წნეხს, მათ შორის მედიის მხრიდან.
ახლა მაინც დამანებეთ თავი, არ დაინტერესდეთ ჩემით, პოლიტიკიდან წავედი, მარტო დამტოვეთო, – უთხრა დღეს ბუზღუნა ბავშვივით ჟურნალისტებს.
ამ ფარისევლის ყველაზე ზუსტი და ლაკონური მხილება იყო “ფორმულას” ჟურნალისტის, სალომე ლაბაძის კითხვა, ახლა სახლში წასვლის დროაო?
“დიფ სთეითია” დასამარცხებელი, სად მიდიხარ?!
მივდივარ, რადგან ყველაფერი კარგად არისო.
არადა, მიდის იმიტომ, რომ ყველაფერი ცუდად არის და მან ეს ყველაზე კარგად იცის, ცდილობს, მოასწროს გემიდან გადახტომა.
პარტიაში დაპირისპირებაზე სპეკულაციები, ეჭვები უნდა გავფანტოო და “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის მთავარი ტრიბუნიდანაც ვერ დამალა, როგორ სძულს კობახიძე.