“წავედი იქ, სადაც ყველა ადამიანის უფლებებია დაცული” – ია დარახველიძე

2 hours ago 2

ია დარახველიძე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე, დაუსწრებლად მიუსაჯა დღეს მოსამართლემ, პროკურორმა კი განაცხადა, რომ არ იცის სად იმყოფება და ძებნის გამოცხადებას გეგმავს მასზე, სოციალურ ქსელში, წერს:

ეს დღე უმძიმესია ჩემთვის! პირველ რიგში იმიტომ რომ ჩვენი უდანაშაულო, მებრძოლი ადამიანები გაუშვეს ციხეში!

დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, დავით სტურუა – გმირები ხართ ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის! მთელი დასავლეთ სამყაროსთვის!

მე კარგად ვარ! ჩემზე არ ინერვიულოთ!..

სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა ბოროტებით და ამის წინააღმდეგ ყველას ჩვენი ხმა თუ ქმედება, მნიშველოვანია!

მე წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცულია. ვიცი, ჩემი ციხეში ჩაჯდომა არავის გაგიხარდებოდათ და კიდევ ერთი ტკივილი და საზრუნავი იქნებოდა თქვენთვის, ამ ისედაც პრობლემებით სავსე საქართველოში არ მინდა, ჩემზე ნერვიულობაც დაგმატებოდათ. ისედაც ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი გვყავს და არავის ვუსურვებ იმ მდგომარეობაში აღმოჩენას, რომელშიც ისინი არიან.

მჯერა, რომ უსამართლობას თავისი დასასრული ექნება და ყველა ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, აუცილებლად აგებს პასუხს. მე პირადად ვაპირებ, ბოლომდე გავაგრძელო ეს ბრძოლა და რეჟიმის ყველა წევრს ვაგებინო პასუხი!!

მივხვდი რომ ჯერ დრო არ დამდგარა ამის, მაგრამ ისიც ხომ ვიცით რომ ამ ომს მოვიგებთ!!! იცით და არ ვნებდებით!! არ დავნებდებით!!

მალე სულ მალე იქნება ეს დღე!!

მიყვარხართ უზომოდ და მინდა რომ შიშმა არ მოგიცვათ!

ყოველდღე თქვენი სიტყვა თუ ქმედება ამ რეჟიმს ასუსტებს და ბოლოს ჩამოშლის კიდევაც.!!

თავისუფლება ყველა პოლიტ პატიმარს!!

სრულად წაკითხვა