“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

2 months ago 6

სააგენტო "პარალელი"
“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

“ქართული ოცნების” წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19 წლის სტუდენტებს, ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს, სასამართლომ, სასჯელის ზომად, 12-12 დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება მოჰყვა, იყო პროტესტიც.

საპატიმროდან, თავიანთ თანამებეძოლებს, საზოგადოებას ემოციური წერილით მიმართეს პატიმრობაში მყოფმა ახალგაზრდებმა და მინიშნებაც გააკეთეს მმართველი პარტიის მიმართაც:

საქართველოში, 19 წლის სტუდენტი გოგოს დაკავება, ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის” ყვირილის გამო, არის კატასტროფა!

ჩვენ არც შეგვეშინდება, ვერც შეგვაშინებთ, ვერც გაგვაჩერებთ!

აჯანყდით!

გაბრაზდით!

ბრძოლა ბოლომდე!

ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!“, – წერს ლიკა ლორთქიფანიძე.

 

მომიყვნენ, რა მაგრებიც ხართ. იმიტომ არ მეშინოდა დაჭერის, რომ ვიცი, მე თუ დამიჭერდნენ თქვენ არ გაჩერდებით❤

მადლობა სოლიდარობისთვის❤

მალე გავა დრო, მე კარგად დავისვენებ და მერე იდარდონ ქოცებმა, აქამდე რა უჭირდათ.

ძირს რუსეთის დამპალი იმპერია❤

დურა ლაშხი ჩაანაცვლებს მალე ყველა ტყვეს❤“, – წერს თათია აფრიამაშვილი.

 

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე
პარალელი

სრულად წაკითხვა