“ძალიან კარგია, რომ მასობრივად დავიწყეთ მიმართვების გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში” – მიხეილ სააკაშვილი

20 hours ago 2

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მიერ მომწამვლელი გაზის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით (რაც BBC-ს მიერ მომზადებულ მასალაშია ინფორმაციებად/ფაქტებად წარმოდგენილი) დაწყებულ პროცესზე საუბრობს და საერთაშორისო ორგანიზაციებში სპეციალური მიმართვების პარალელურად, საზოგადოებას ქვეყანაში მასიური გაპროტესტებისკენ მოუწოდებს:

ძალიან კარგია, რომ მასობრივად დავიწყეთ მიმართვების გაგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამას, გარდა ყველაფრისა, ახალი დანაშაულების ჩადენისთვის გარკვეული შემაკავებელი ეფექტი აქვს, მაგრამ რეაგირებას შეიძლება დასჭირდეს წლები.

მთავარი აქ აქტიურობა და აქ მასიური გაპროტესტებაა და არა მხოლოდ უცხოეთის დალოდება. უცხოეთი დაელოდება ამათი იმიტირებული გამოძიების შედეგებს, მერე დაფიქრდება რამდენად დიდი მასშტაბის იყო ეს დარღვევა და მერე შეიძლება იმოქმედოს თუ ამასობაში აქ გავამძაფრებთ აქტიურობას, უფრო ჩქარა დადგება შედეგი ქვეყნის გარეთაც.

ასე რომ ნუ მივეცემით თვითდამშვიდებას, რომ დასავლეთი გვიშველის და როცა ეს შველა დროზე არ მოვა, უიმედობაში შეიძლება ჩავვარდეთ.

ვიმოქმედოთ აქ და მაშინ დახმარებაც იქნება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სრულად წაკითხვა