ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა დევიდ ნერეშმა ქართველი ფეხბურთელის პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა.
"კვარა ტოპ ფეხბურთელია - ის იმ მოთამაშების სიაში შედის, რომლებიც გუნდისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვნები არიან. როგორც მის მეგობარს და ადამიანს, ძალიან დამწყდა გუნდი როცა წავიდა", - განაცხადა ნერეშმა.
ცნობისთვის, პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 14 მატჩში კვარამ თავი 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.