
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ არჩევნებზე მისულ მოქალაქეთა რაოდენობა 991 651-ია, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 28.22%-ს შეადგენს.
ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა 46.97%-მა მისცა ხმა. ყველაზე დაბალი აქტივობა – 22.14% თბილისში დაფიქსირდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებით, საქართველოს 3,513,818 მოქალაქეს აქვს ხმის მიცემის უფლება 3,061 საარჩევნო უბანზე. ხმის მიცემა ელექტრონულად ტარდება ქვეყნის მასშტაბით 2,284 საარჩევნო უბანზე.
This post is also available in: English
Read Next
04/10/2025 - 13:12
ცესკო: 12 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 17.15% შეადგინა
04/10/2025 - 10:54
ცესკო: 10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ 7.86% შეადგინა
04/10/2025 - 08:11
ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა
23/09/2025 - 14:43
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პარტიების რაოდენობა 12-მე შემცირდა
10/09/2025 - 14:59
ცესკო მიესალმება „საერთაშორისო დამკვირვებლებს“, თუმცა მათი უმეტესობა უცნობია
10/09/2025 - 11:55