"ცარუკიანი მენტალურად ძლიერი არ არის" - თოფურიას კრივის მწვრთნელი

1 week ago 12

ილია თოფურიას კრივის მწვრთნელმა ხავი კლიმენტმა ესპანურ მედიასთან საუბარში არმან ცარუკიანთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

კლიმენტის თქმით, ცარუკიანი ძლიერი მებრძოლია და კარგი ჭიდაობა აქვს, თუმცა თოფურიას წინააღმდეგ გადამწყვეტ უპირატესობას ვერ მოიპოვებს: „არმანს შეუძლია მეტოქის პარტერში დატოვება, მაგრამ ილიას ვერ გააჩერებს. მის ჯიუ ჯიცუზე წლების შრომაა დახარჯული და ამ მიმართულებით პრობლემა არ ექნება.

რაც შეეხება დგომს, მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ცარუკიანი სუსტია: „კრივით არ გამოირჩევა და მომენტის შერჩევაც კარგად არ გამოსდის. მენტალურადაც არ არის ყველაზე ძლიერი.

კლიმენტის აზრით, ბრძოლა მარტივი არ იქნება, მაგრამ თოფურიას გამარჯვებაში დარწმუნებულია.

სრულად წაკითხვა