ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 51 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი

4 months ago 37

ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 51 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

ხანძარი, დედაქალაქ სკოპიეს აღმოსავლეთით, ქალაქ კოჩანში, კლუბ “პულსში” მიმდინარე კონცერტისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 03:00 საათზე გაჩნდა. კლუბში დაახლოებით 1 500 ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი, სავარაუდოდ, პიროტექნიკამ გამოიწვია. შინაგან საქმეთა მინისტრის პანჩე ტოსკოვსკის განცხადებით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

სრულად წაკითხვა