ჩილეს ჩრდილოეთში ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების შედეგად თითქმის მთელი ქვეყანა ენერგომომარაგების გარეშე დარჩა.
სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყნის მთავრობამ 25 თებერვალს, ადგილობრივი დროით ღამის ათი საათისთვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 26 თებერვლის დილამდე დედაქალაქ სანტიაგოში „კომენდანტის საათი“ მოქმედებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სახლების დაახლოებით 80%-ს და სამთო მრეწველობის ობიექტებს.
ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა კაროლინა ტოამ კიბერშეტევა გამორიცხა.