საქართველოში ჩიკუნგუნიას არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადების გავრცელების რისკი უპირატესად დაკავშირებულია ადამიანთა დაავადების საერთაშორისო გავრცელებასთან და არ უკავშირდება ვირუსის ცირკულაციას ველურ გარემოში.
2. გამომწვევი აგენტი – რნმ-ის შემცველი ვირუსია და მიეკუთვნება alphavirus გვარს და Togaviridae ოჯახს.
3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები – დაავადების რისკი იზრდება ისეთ ადგილებში ყოფნისას, სადაც დაავდების გადამტანი კოღოებია გავრცელებული.
4. რეზერვუარი – დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ რეზევუარი პრიმატებია. ვირუსი ასევე ცირკულირებს მღრღნელებში და ფრინველებში. აფეთქებებისას წამყვანია გადაცემა ადამიანი-ვექტორი-ადამიანი.
5. გადაცემის გზები – ჩიკუნგუნიას ცხელება ადამიანიდან ადამიანს ძირითადად გადაეცემა ორი სახეობის კოღოს საშუალებით, ესენია Aedes aegypti და Aedes albopictus. ეს სახეობები ძირითადად იკვებებიან დღისით. შესაძლებელია სხვა სხეობების მიერ გადაცემაც, მაგ. A. furcifer-taylori group და A. Luteocephalus.
6. ინკუბაციური პერიოდი – 2-დან 12 დღემდე, უფრო ხშირად 4-8 დღეა.
7.გადამდებლობის პერიოდი-დაავადების პირველ კვირაში პაციენტმა ვირუსი შეიძლება გადასცეს კოღოს კბენისას, ასეთმა კოღომ კი შეიძლება დაავადება გაავრცელოს სხვა პირებში.
8.მიმღებლობა – ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
9.კონტროლის ღონისძიებები:
ა) პრევენციული ღონისძიებები :
- ვექტორების კონტროლი
- რეპელენტების გამოყენება ბუნებაში გასვლისას. მნიშვნელოვანია მისი სწორად შერჩევა, უნდა შეიცავდეს DEET (N, N-diethyl-3-methylbenzamide), IR3535 (3-[N-acetyl-N-butyl]-aminopropionic acid ethyl ester) ან icaridin (1-piperidinecarboxylic acid, 2-(2-hydroxyethyl)-1-methylpropylester).
- კოღოსაგან დამცავი ტანსაცმლის ტარება.
- საცხოვრებელსა და ეზოში ინსექტიციდების გამოყენება.
ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი – პაციენტი დაავადების პირველ კვირას დაცული უნდა იყოს კოღოს კბენისაგან, რათა ეს უკანასკნელი არ დაინფიცირდეს და არ გაავრცელოს დაავადება შემდგომში.
გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები – კოღოს კბენისაგან თავდაცვა სპეციალური ტანსაცმლის, რეპელენტებისა და ინსექტიციდების გამოყენებით.
ინფიცირებული სისხლის გადასხმით დაავადების გავრცელების შემთხვევა შეტყობინებული არ არის, მაგრამ ეს თეორიულად შესაძლებელია და სათანადო სიფრთხილეს საჭიროებს.
დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა – კოღოს რიცხოვნობის გაზრდამ შესაძლებელია გაზარდოს დაავადების რისკი.
ე) საერთაშორისო ღონისძიებები – ჩიკუნგუნიას ცხელება ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია მასზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეპიდკვლევასა და ლაბორატორიულ დადასტურებას.