"ჩვენი თანადგომა სჭირდებათ" - მამუკა გორგოძე საზოგადოებას მიმართავს

1 week ago 4

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე საზოგადოებას მოწოდებით მიმართავს:

8 მაისს, 17:00 საათზე თბილისი არენაზე ერთად ვგულშემატკივრობთ ჩვენ ხელბურთელთა ნაკრებს, გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მეორედ გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე.


ბიჭებს ჩვენი გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. გელოდებით ყველას. ძალა ერთობაშია.

- ამბობს გორგოძე.

8 რიცხვში საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვედრას საბერძნეთთან ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში ტურნირზე კვალიფიცირდება.

სრულად წაკითხვა