ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო უსმან დემბელე გახდა

2 months ago 11

პარი სენ-ჟერმენის ფრანგი ფორვარდის, უსმან დემბელესთვის 2024/2025 წლების სეზონი მართლაც გამორჩეული და შესანიშნავი გამოვიდა.

პარიზული გრანდის 10-იანმა შიდა ჩემპიონატში 21 გოლი გაიტანა და გოლების სიმრავლით პირველი ადგილი მეისონ გრინვუდთან გაიყო, ჩემპიონთა ლიგაზე კი დემბელეს 14 საგოლე მოქმედება მოუგროვდა.

მიუხედავად იმისა, რომ გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობით ჩემპიონთა ლიგაზე რაფინია ლიდერობდა, ფინალში გასვლისთვის და ტიტულის მოგებისთვის საუკეთესოს ჯილდო მაინც დემბელეს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ შეხვედრაში ინტერის წინააღმდეგ დემბელემ 2 საგოლე პასი გააკეთა და 8.0 შეფასებაც დაიმსახურა.

სრულად წაკითხვა