"ჩემპიონთა ლიგის მოგებისას, პირველი ის გამახსენდა" - ხვიჩა კვარაცხელია

1 week ago 11

საფრანგეთის ლიგა 1-მა ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერას დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა , რომლის ფრაგმენტებიც FIFA-ს ოფიციალურმა პარტნიორმა DAZN-მა გაავრცელა.

ფილმში კვარაცხელია საკუთარ ბავშვობას, საფეხბურთო გზას და წარმატებებს იხსენებს:

ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ის მაბედნიერებს. ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი ყოველთვის მამა იყო – მისგან ბევრი ვისწავლე. ჩემპიონთა ლიგის მოგებისას პირველი საქართველო გამახსენდა, რადგან ჩემი გზა იქიდან დაიწყო,“ – აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა.

ხვიჩამ ასევე ხაზი გაუსვა პასუხისმგებლობას, რომელიც ნაკრებისა და პსჟ-ს ფორმით მოედანზე გასვლას უკავშირდება: „მინდა, რომ ქართველი ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითი გავხდე.

სრულად წაკითხვა