სამშაბათს და ოთხშაბათს ტრადიციულად გაიმართა შეხვედრები მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც კილიან მბაპეს შედეგები ყველასგან გამოარჩიეს.
მადრიდის რეალი კაირათს გასვლაზე ეთამაშებოდა, სადაც ჩაბი ალონსოს გუნდმა დიდი ანგარიშით, 5:0 მოიგო, კილიან მბაპემ კი 3 გოლის გატანა შეძლო.
სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ამ შედეგიდან გამომდინარე ფრანგი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
რეალის 26 წლის ფორვარდს ლიგის ორ ტურში უკვე ხუთი გოლი აქვს გატანილი!