42
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, 6 წლის წინ ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე ახალ გამოძიებას ითხოვს და დღეს პროკურატურასთან მისვლას და იქ პროტესტს აანონსებს,
გარდაცვლილი ქალის დედა საქმის გაყალბებაში იმდროინდელ გენ-პროკურორს ადანაშაულებს. ოჯახს აქვს ეჭვი რომ 23 წლის ქალი ინფორმაციას ფლობდა თაღლითური ქოლცენტრების შესახებ, ამიტომ ის თავიდან მოიშორეს.
თეონა თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ მისი შვილის საქმეში არსებულ მტკიცებულებს ირაკლი ღარიბაშვილი კარგად იცნობს და რომ დაპატიმრებულ ექს-პრემიერს კომპრომატები აქვს “ოცნების” მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
მივმართავ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. მე 6 წელია არ შემიწყვეტია ბრძოლა და არც აწი არ ვაპრიებ დანებებას და უფრო აქტიურ ფორმაზე გადავალ. 19 თებერვალს შევიტანეთ განცხადება და ძაღალადაც არ ჩაგვაგდეს, პასუხიც არ გვაღირსეს, ან რატომ არ იძიებენ, ასე დახურეს უაზროდ.
მერე რა რომ თავდაცვის მინისტრი იყო, მერე ორჯერ გახდა პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, ისევ მაგ კომპრომატების გამო. მე არ მჯერა დამთხვევების.
ისიც ღარიბაშვილი იყო და რომ ვკითხე, ღარიბაშვილის ნათესავი ხომ არ ბრძანდებით, არ უარყო იმ ადამიანმა.
დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილს კომრომატები აქვს (“ოცნების” მოქმედი მაღალჩინოსნების მიმართ ჩემი შვილის საქმეზე), რომელიც სავარაუდოდ, თამუნას მოაძებნინეს ან რაღაცა ეგეთი. ძალიან ბევრი დამთხვევაა და ძალიან ბევრი რამის კვეთა ხდება.
გამოვრიცხავ თვითმკვლელობის ვერსიას. თამუნა იყო სიცოცხლით სავსე, ათასი გეგმა ჰქონდა. არც კომპიუტერი არ დააბრუნეს იმის გამო, რომ იმ კომპიუტერში ჰქონდა ძალიან ბევრი ისეთი ფაილი, რაც ამხელდა ამათ. ამიტომ წამოვიდა იმ სამსახურიდან და ზუსტად ამიტომ დაამთხვიეს სამსახურიდან წამოსვლას, რომ ყველანაირად ისრები მიმართული ყოფილიყო სამსახურისკენ, სავარაუდოდ. ამერიკაში წასვლა უნდოდა და ამისთვის საკმაოდ ნიჭიერი იყო დ ა მის მაგივრად გაუშვეს სხვა, როგორც ხდება ხოლმე, ნეპოტიზმი”, – ამბობს დედა ტვ პირველთან.
“სწორედ თამარის საქმით აშანტაჟებს ახლა ღარიბაშვილი ყველას” – წერს თამარის დედა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.
საერთაშიროსო alia.ge