მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პარიზმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და „ინტერ მაიამი“ 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდის თამაშზე კომენტარი გააკეთა.
„დამაკმაყოფილებელი გამოსვლა იყო. პირველივე წუთებიდან მოვიპოვეთ უპირატესობა და აქტიურად ვაკონტროლებდით შეხვედრას. მეორე ტაიმში ტემპი ცოტათი დავაგდეთ, თუმცა მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტმა შთაბეჭდილება მოახდინა. პროგრესს ყოველდღე ვხედავთ,“ — აღნიშნა ენრიკემ.
ცნობისთვის, შემდეგ ეტაპზე პსჟ მეოთხედფინალში „ბაიერნს“ დაუპირისპირდება.