დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი პარი სენ-ჟერმენსა და არსენალს შორის, რომელიც კვარას გუნდმა ორი მატჩის ჯამში 3:1 მოიგო და ტურნირის ფინალში გავიდა!
პსჟ ფინალში შეხვდება მილანის ინტერს.
Prime video-თან არსენალთან შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა:
"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ფინალში ვართ და ჩემთვის ეს ოცნება იყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ინტერთან რთული თამაში იქნება, რომელმაც ფინალში ყოფნა დაიმსახურა, მეტოქეს პატივს ვცემთ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ასევე ჩვენც და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვიმსახურებთ" - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.