15 მაისს მარიამ შენგელია “ევროვიზიაზე” საქართველოს სახელით წარდგება.
პირველი რეპეტიციის შემდეგ მარიამმა ვიდეომიმართვით საზოგადოებას მიმართა.
“ეხლა გამოვედით პირველი რეპეტიციიდან და იყო ძალიან მაგარი. ჩემთან ერთად ცეკვავს “ერისიონი”, უკვე ჩემი კაბაც ვნახე, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ნომერი იყოს იდელური და თქვენც ძალიან მოგეწონოთ. 15 მაისს არის ჩვენი გამოსვლა, მანამდე კიდევ გვაქვს რამდენიმე რეპეტიცია და მგონია, რომ კიდევ და კიდევ უკეთესი იქნება. დარჩით ჩვენთან და გვიყურეთ 15 მაისს” - ამბობს მარიამ შენგელია.