ლონდონის ჩელსი სატრანსფერო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს. როგორც ინგლისური მედია იტყობინება, 'არისტოკრატები' ზაფხულში რაფაელ ლეაოს დამატებას ეცდებიან.
ტოდ ბოელის ეპოქაში ჩელსიმ უკვე ძალიან ბევრი დახარჯა, თუმცა შესაბამისი შედეგი მაინც არ დამდგარა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ევროტურნირის ფინალში გავიდა, კონფერენს ლიგა ის ტურნირი ნამდვილად არაა, სადაც ჩელსის გულშემატკივრებს სურთ ყოფნა.
პრემიერ ლიგაში ჩელსის ჩემპიონობისთვის არ უბრძოლია, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ხუთეულშია და მომდევნო სეზონისთვის აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობას უმიზნებს.
რაც შეეხება ლეაოს, მას უკვე რანდენიმე სეზონია რაც სხვადასხვა კლუბს უკავშირებენ. ასაკისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე პორტუგალიელი ვინგერი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კადრია.