ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

1 month ago 6

2

ინტერვიუ “ალიას” არქივიდან – 2020 წელი

„ალიას“ ესაუბრება, მწერალი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:

-შიშზე საუბრობდით და ამბობდით, რომ ციხეში ჩაჯდომას გამბედაობა სჭირდება და მშიშრები ეცდებიან პასუხისმგებლობა აირიდონ. დავუშვათ, გაიმარჯვა ოპოზიციამ და თქვა, რომ ივანიშვილი არის დამნაშავე, ჩაჯდება ივანიშვილი ციხეში?

-არა, ჩემო კარგო, ივანიშვილი არის ევროპის ქვეყნის მოქალაქე… რატომ უნდა ჩაჯდეს? დენდროლოგიური პარკი რომ გახსნა და დაახლოებით 10-15 ქალაქში მილიონების ხარჯვით რესტავრირებული თეატრები რომ გახსნა, იმიტომ  ჩაჯდეს ციხეში?

-ჩვენ უბრალო ხალხს ახლა თეატრში წასვლის ფული და ნერვი არა გვაქვს, არც დრო, იმდენს ვშრომობთ, თქვენ როდის იყავით, ბატონო მერაბ, თეატრში? 

-კაი, რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე მაშინ…

-აბა, რას ვიზამ?.. „ალიას“ როდის იყო რამის დაბეჭდვის ეშინოდა? სიტყვა-სიტყვით დავბეჭდავთ…

-მაშინ გეტყვი პირდაპირ, არ ჩაჯდება და  აი, რატომ – შევარდნაძე ჩაჯდა ციხეში?

-არა.

-სააკაშვილი?

-არა (ინტერვიუ გამოქვეყნებულია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე და დაკავებამდე).

-აბა, ბიძინა რატომ უნდა ჩაჯდეს? გადი, გენაცვალე, ქალაქგარეთ აგარაკები ნახე, „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, “ ქართული ოცნების“… ჩემო კარგო, ეს საქართველოა, აქ არის ჭამის პოლიტიკა, ჭამის ტენდენციაა, ვინც ხელისუფლებაშია – ის ჭამს, მოვა მეორე ხელისუფლება ის გაურიგდება ძალიან კარგად და სამაგალითოდ 2-3 კაცს, მერაბიშვილივით დასჯიან და დანარჩენები აყვავდებიან… ბიძინა ივანიშვილს იმდენი აქვს ფული, სააკაშვილი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ციხეში ჩაჯდება კი არა, პირიქით, პირიქით… შეიძლება ამაზე უკეთესად იყოს!

თამო კეშელავა, ალია

სრულად წაკითხვა