"ჩარლზ ოლივეირა კარგი მებრძოლია, თუმცა ერთი მინუსი აქვს" - ილია თოფურია

2 weeks ago 18

მედიაში ვრცელდება ილია თოფურიას კომენტარი შესაძლო სამომავლო მეტოქეზე, ჩარლზ ოლივეირაზე, რომელსაც თავადვე სურს, რომ ქართველმა საჩემპიონო დაპირისპირებამდე ჯერ სწორედ ოლივეირასთან იბრძოლოს.

ჩარლზი მომწონს. ის მიწაზე კარგი მებრძოლია და საბმიშენით ყველაზე მეტი მოგებაც აქვს, თუმცა ერთი მინუსი გააჩნია.


თუ ოლივეირა გრძნობს, რომ მეტოქეს სიძლიერით აშკარად ჩამორჩება, ის მაშინვე ნებდება და განსაკუთრებულს არაფერს ცდილობს.

- თქვა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ილიას ბრძოლის ჩანიშვნა ისლამ მახაჩევთან სურს. ილიას თქმით, მან დენა უაითისგან აღნიშნულზე დაპირება მიიღო კიდეც.

სრულად წაკითხვა