ჩავი ერნანდესი მზადაა მანჩესტერ იუნაიტედი ჩაიბაროს

4 days ago 13

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჩავის სურვილია კარიერა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს და მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბაროს.

წყაროს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ყურადღებით აკვირდება ინგლისური გრანდის მდგომარეობას. თუ „იუნაიტედი“ მას შეთავაზებას გაუკეთებს, ჩავი მზადაა წინადადება მიიღოს.

ამჟამად გუნდის თავკაცი რუბენ ამორიმია, თუმცა უარყოფითი შედეგების შემთხვევაში მისი პოზიცია სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.

ჩავის არ აშინებს ის ფაქტი, რომ „იუნაიტედი“ ევროპულ ტურნირებში ვერ მონაწილეობს — მისთვის მთავარი პრემიერ ლიგაში მუშაობის შესაძლებლობაა.

სრულად წაკითხვა