პრეზიდენტის პრესსამსახურში არ ადასტურებენ ენმ-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს, მოსკოვში, აღლუმზე დასწრებას გეგმავს.
„არაფერი მსგავსი არ იგეგმება“ – უთხრეს „პუბლიკას“ ყაველაშვილის პრესსამსახურში.
ინფორმაცია თავდაპირველად ლევან სანიკიძემ გუშინ გაავრცელა. დღეს კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

8 months ago
85







English (US) ·
Georgian (GE) ·