ჩაბი ალონსოს პირველი მოთხოვნა - ვისი დამატება სურს ესპანელს "რეალში"

7 hours ago 1

თითქმის გადაწყვეტილად ცნობილია, რომ ჩაბი ალონსო მომდევნო სეზონიდან მადრიდის "რეალს" ჩაიბარებს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, "სამეფო გუნდი" ესპანელ სპეციალისტთან საბოლოო ხელშეკრულებას მალე გააფორმებს.

საინტერესოა ის ამბავი, რომ ჩაბიმ მადრიდელებს პირველი ტრანსფერი უკვე მოსთხოვა.

ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ესპანელი დამრიგებელის სურვილი "ლევერკუზენიდან" ჯონათან ტას დამატებაა.

დაცვის ხაზის არეში არსებული საკადრო პრობლემების გამო ალონსო გერმანელი მცველის დამატებას გონივრულ ნაბიჯად მიიჩნევს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტას გადაბირებით მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.

სრულად წაკითხვა