"შტურმმა" ოთარ კიტეიშვილი ევროპა ლიგის მატჩისთვის განაცხადში არ შეიყვანა

1 week ago 8

გრაცის "შტურმს“ უეფას ევროპა ლიგის საწყის ტურში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა დააკლდება — საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი დანიაში გასამგზავრებელ გუნდურ განაცხადში ვერ მოხვდა.

ავსტრიული კლუბის ოფიციალური განმარტებით, მიზეზი სპორტული არაა — ქართველი ფეხბურთელი ოჯახური გარემოების გამო იძულებულია სამშობლოში დაბრუნდეს, რის გამოც შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს.

მიხაელ პარენსენი, „შტურმის“ სპორტული დირექტორი:

"ოთარმა შეგვატყობინა, რომ დანიაში გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრება. არსებობს მოვლენები, რომლებიც ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ მას იმ დროს ვაძლევთ, რომელიც საკუთარ თავსა და ოჯახს სჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი "შტურმი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს 24 სექტემბერს დაიწყებს და სტუმრად "მიდტიულანდს“ დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა