შსს-ს გაფრთხილება ჭიათურელ მაღაროელებს: კომპანია დღეს მონიტორინგს განახორციელებს, კანონდარღვევის ფაქტებს რეაგირება მოჰყვება

1 week ago 4

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ.

სწორედ ამიტომ გომელაურის უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იქნებიან პოლიციელები

შსს მაღაროელებს აფრთხილებს “არ დაარღვიონ კანონი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადების თანახმად, მათი მხრიდან კანონდარღვევის ფაქტებს რეაგირება მოჰყვება.

მიმდინარე წლის 30 აპრილს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

სრულად წაკითხვა