შსს ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურების პატიმრობას ითხოვს

1 week ago 8

2

ფოტო –პუბლიკა

ვახო გომელაურის უწყება ოპოზიციური პარტიების პარტიების „ახალის” და „გირჩი-მეტი თავისუფლების” პრესსამსახურების, მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილისთვის პატიმრობას ითხოვს.

ადმინისტრაციული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან.

მირანდა ბაღათურია, 23 აპრილს წერდა:

მედავებიან, “პოლიციელი” მირიან ქავთარაძის მიმართ შეურაცხყოფას,საქმე ეხება , რამდენიმე დღის წინ საბას პროცესზე ამ მირიანის გამოკითხვას,გამოსულზე, ბუნებრივია დახვდნენ ამ ცრუ პოლიციელს შეძახილებით,თუმცა მე ვერ მივუსწარი,რადგან სხვა პროცესზე ვიყავი,მეტიც მირიან ქავთარაძე საერთოდ ვერ დავინახე,ის უკვე წასული დამხვდა.

დიდი ალბათობით, საუბარია ჩემ მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე,ვიდეო სხვისი გადაღებულია და არც ჩემი ხმა არ ისმის-ფიზიკურად იქ არ ვიყავი

მთავარია რომ რეჟიმის ერთგული პოლიციელების დასაცავად უზიან სოციალურ ქსელებს, ყველა ვიდეოს და არ იციან როგორ ასიამოვნონ ცრუ მოწმეებს, სწორედ მათ გამო ჩვენი ბიჭები გისოსებს მიღმა აგრძელებენ ცხოვრებას!!!!

სრულად წაკითხვა