შსს: მარნეულში დავაკავეთ წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე

5 days ago 1

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, 1986 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე რ.ა. დააკავა - ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული კაცი 2013 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ იძებნებოდა ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით.

დაკავებულს, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში ექსტრადიცია ელის - შსს ამბობს, რომ ამჟამად დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები.

ფორუმი

სრულად წაკითხვა