Police Seize 148 Crypto Mining Devices in Svaneti as Authorities Launch Crackdown. Photo: screengrab from MIA's June 4 video.შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ივნისს განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.
სამინისტროს თქმით, სამართალდამცველებმა კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, „სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას“.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in:
Read Next
02/06/2026 - 18:29
მოდერნიზაციის შემდეგ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი სრულფასოვნად ამოქმედდა
19/05/2026 - 13:15
კობახიძე ევროკავშირის ლიდერებს კოპენჰაგენის „შემაშფოთებელი“ მოვლენებისა და ევროკავშირის „ღირებულებითი კრიზისის“ შეფასებისკენ მოუწოდებს
19/05/2026 - 11:46
საქართველომ და აზერბაიჯანმა ბაქოში კობახიძე-ალიევის შეხვედრის შემდეგ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებებს მოაწერეს ხელი
18/05/2026 - 15:11
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის „სისტემური მონიტორინგის“ მიზნით შსს-ში სპეციალური სამმართველო შეიქმნება
15/05/2026 - 15:47
„ოპოზიციის ალიანსი“ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ექვს „მოთხოვნას“ ასახელებს
08/05/2026 - 15:55

8 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·