შსს-მ საქართველოში ირანიდან შემოტანილი 200 კგ ჰეროინი ამოიღო, საბაზრო ფასი 50 მილიონია

1 week ago 7

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 200 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 50 მილიონს აღემატება.

შსს აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილიდან, რომელიც “თევზის საკვებით” იყო დატვირთული, ნახეს და ამოიღეს ტვირთში დამალული 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი იყო მოთავსებული.

მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ აღნიშნული ავტომობილი საქართველოში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ  “წითელი ხიდიდან” შემოვიდა.  

ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში სავარაუდოდ ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში

სრულად წაკითხვა