შესყიდული 15 ძაღლიდან:
- ათი ძაღლი იქნება ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე წინასწარ გაწვრთნილი/სპეციალიზებული;
- ხუთი ძაღლი იქნება ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე წინასწარ გაწვრთნილი/სპეციალიზებული.
ხელშეკრულებაში ასევე ჩაიწერება, რომ კონტრაქტორმა 45 კინოლოგისთვის უნდა ჩაატაროს 10-დღიანი ტრენინგის კურსი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წელს მსგავსი დანიშნულების ექვსი ძაღლი აშშ-მა გადასცა. უწყების თანამშრომლებს ჩაუტარდათ სპეციალური სწავლებაც.