UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა შონ ომალიმ ილია თოფურიას განსაკუთრებული შეფასება მისცა.
ომალის განცხადებით, თოფურია ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია და pound-for-pound რეიტინგში ჯონ ჯონსსაც აღემატება.
ჟურნალისტთან საუბრისას ომალიმ აღნიშნა, რომ თოფურიას კონორ მაკგრეგორის დამარცხება შეუძლია:
„მაკგრეგორს ბოლო ხუთი ჩხუბიდან სამი წაგებული აქვს. ილიას წინააღმდეგ ბრძოლა რთული იქნება მისთვის. ილია ნამდვილი "ნოკაუტერია" და ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებს.“
ომალიმ თოფურიას ბოლო წარმატებებიც გაიხსენა:
„ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი, ოლივეირა — ყველა დაანოკაუტა. არც მსაჯებზე დაუტოვებია გადაწყვეტილება და არც პარტერში დაუბრუნებია ბრძოლა. ეს იშვიათია. ილია წარმოუდგენლად ძლიერია,“ – თქვა ომალიმ.