შოკისმომგვრელი ჩვენება და ფოტოები შონ “დიდი” კომბსის სასამართლო პროცესიდან – “ოფიცრებმა უამრავი საბავშვო ზეთი და ნარკოტიკი აღმოაჩინეს, რაც სექსუალური მარათონებისთვის იყო განკუთვნილი”

2 months ago 15

მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რის, შონ “დიდი” კომბსის წი­ნა­აღ­მდეგ მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ფე­დე­რა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სექ­სუ­ა­ლუ­რი ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­სა­მარ­თლო­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქნა შო­კის­მომ­გვრე­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ, “დი­დის” და­ნა­შა­უ­ლებს კი­დევ უფრო მე­ტად ჰფენს ნა­თელს.

19 მა­ისს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ფო­კუ­სირ­და 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ზე – დღე­ზე, რო­დე­საც “დიდი” ნიუ-იორ­კის სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში და­ა­კა­ვეს.

იმ დრო­ის­თვის “დი­დის” უკვე ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა და ერთ კვი­რა­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, მიდ­თა­უნ მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, სას­ტუმ­რო Park Hyatt-ის ნო­მერ­ში იმა­ლე­ბო­და.

პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, გარ­და­უ­ვალ და­კა­ვე­ბამ­დე, სა­ხელ­გა­ტე­ხი­ლი რე­პე­რი ერთი უკა­ნას­კნე­ლი “გი­ჟუ­რი” გარ­თო­ბის მო­წყო­ბას აპი­რებ­და, და რო­დე­საც ოფიც­რე­ბი მის ოთახ­ში შე­ვიდ­ნენ, მათ უამ­რა­ვი სა­ბავ­შვო ზეთი და ნარ­კო­ტი­კი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რაც სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­რა­თო­ნე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი.

ცოტა ხნის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იხი­ლა შო­კის­მომ­გვრე­ლი ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, რო­მელ­შიც კე­ი­სი ვენ­ტუ­რა ამ­ბობ­და, რომ მას ასე­თი გარ­თო­ბე­ბი “უყ­ვარ­და”.

სხვა სენ­სა­ცი­უ­რი სუ­რა­თე­ბი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან მო­ი­ცავ­და და­ზი­ა­ნე­ბებს, რომ­ლე­ბიც კე­ი­სის თქმით, მათი ურ­თი­ერ­თო­ბის დროს მი­ი­ღო. სა­სა­მარ­თლო­ზე ასე­ვე გა­მოჩ­ნდა ინ­ტი­მუ­რი სუ­რა­თე­ბი წყვი­ლის პირ­ვე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი­დან, რო­მე­ლიც ექ­სტა­ზის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, კე­ი­სის 21-ე და­ბა­დე­ბის დღის შემ­დეგ მოხ­და.

და­კა­ვე­ბა სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში

“დი­დის” სას­ტუმ­როს ოთახ­ში გა­და­ღე­ბულ სუ­რა­თებ­ზე ჩანს სა­ბავ­შვო ზე­თე­ბი, – ეს პრო­დუქ­ტი ახლა გა­ნუ­ყოფ­ლად უკავ­შირ­დე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ტრე­ფი­კინ­გის საქ­მეს – რო­მე­ლიც იდუ­მალ ვარ­დის­ფერ ფხვნილ­თან ახ­ლოს, პა­ტა­რა პა­კე­ტებ­ში აწყვია.

გან­წყო­ბის შემ­ქმნელ გა­ნა­თე­ბას­თან და ფუ­ლის შეკ­ვრებ­თან ერ­თად, იქვე იყო ბოთ­ლებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი აბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­წე­რი­ლი იყო “ფრენკ ბლე­ქის­თვის” (კომბსის სა­ვა­რა­უ­დო ფსევ­დო­ნი­მი).

კომბსის ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა, კე­ი­სიმ და­ა­დას­ტუ­რა, რომ აღ­ნიშ­ნულ წვე­უ­ლე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც “Freak-Offs”-ის სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, კი­დევ ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი თემა “მძაფ­რი” სან­თლე­ბი იყო.

  • მოგ­ზა­უ­რო­ბა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა

ვენ­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს უთხრა, რომ თით­ქმის 20 წლის წინ, რო­დე­საც ის პირ­ვე­ლად შეხ­ვდა კომბსს, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ქა­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის და­სახ­მა­რებ­ლად, მხო­ლოდ პლა­ტო­ნუ­რი მენ­ტო­რო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და.

მაგ­რამ, მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ფე­რი მა­ლე­ვე შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც მას 21 წელი შე­უს­რულ­და – წყვილ­მა მა­ი­ა­მი­ში იმოგ­ზა­უ­რა და ექ­სტა­ზის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, პირ­ვე­ლად და­კავ­და სექ­სით, რის შემ­დე­გაც მათი ურ­თი­ერ­თო­ბა გამ­ძაფ­რდა.

  • “Freak-Off”-ების კუ­ლი­სე­ბი

კე­ი­სიმ გა­ამ­ჟღავ­ნა ინ­ტი­მუ­რი დე­ტა­ლე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად პე­დან­ტუ­რი იყო “დიდი” თა­ვი­სი “Freak-Offs” სე­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­დე­საც პრო­კუ­რო­რებ­მა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის მზა­დე­ბი­სას კუ­ლი­სებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი აჩ­ვე­ნეს.

ერთ სუ­რათ­ზე კე­ი­სი გრძე­ლი, ბარ­ძა­ყამ­დე ჩექ­მით ჩანს. მისი თქმით, მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის დროს ხში­რად ატა­რებ­და კოს­ტი­უ­მებს და პა­რი­კებს.

კე­ი­სიმ ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ დიდი ამ ხან­გრძლი­ვი სე­სი­ე­ბის­თვის გან­წყო­ბის შე­საქ­მნელ გა­ნა­თე­ბა­სა და “წი­თელ ოთახს” იყე­ნებ­დნენ.

მა­ღა­ლი პრო­ფი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­სა­წყის­ში, “დი­დის” ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ოთხ დღე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იძ­ლე­ო­და ჩვე­ნე­ბას, სა­დაც ის ამ­ტკი­ცებ­და, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნიც­დი­და ძა­ლა­დო­ბას და იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, წვე­უ­ლე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო.

მისი ჩვე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბი­სას პრო­კუ­რო­რებ­მა მომ­ღერ­ლის სუ­რა­თი აჩ­ვე­ნეს, სა­დაც მას გა­ხეთ­ქი­ლი ტუჩი უჩანს.

კე­ი­სიმ თქვა, რომ მან ეს და­ზი­ა­ნე­ბა ლოს-ან­ჯე­ლე­სის სას­ტუმ­რო­ში მი­ი­ღო, სა­დაც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა, რო­გორ სცემ­და მას კომბსი ფე­ხე­ბით.

სხვა სუ­რათ­ზე ვენ­ტუ­რას თვა­ლის ზე­მოთ დიდი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და, რო­მე­ლიც, მისი თქმით, “დი­დის” მო­რი­გი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გი იყო

სრულად წაკითხვა